ლეფკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ლეფკა (ბერძ. Λεύκα, თურქ. Lefke) — ქალაქი კვიპროსში, მოროფოუს ყურის სანაპიროზე. ქალაქი დე ფაქტო ჩრდილოეთი კვიპროსის შემადგენლობაშია. 2011 წელს ქალაქში 3 009 ადამიანი ცხოვრობდა. ეს არის ჩრდილოეთ კვიპროსის ლეფკეს რაიონის (მოს. 11 091) დედაქალაქი, რომელიც 2016 წლამდე გიუზელიურთის რაიონის შემადგენლობაში შედიოდა.[3]
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
ლეფკა ბერძ. Λεύκα, თურქ. Lefke | |
ქვეყანა | კვიპროსი |
კოორდინატები | 35°06′48″ ჩ. გ. 32°51′04″ ა. გ. |
ქალაქის მერი | აზიზ ქაია[1] |
ცენტრის სიმაღლე | 129 მეტრი |
მოსახლეობა | 3 009[2] კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
ოფიციალური საიტი | lefkebelediyesi.co |
დახურვა
ლეფკა ცნობილია თავისი ციტრუსის ბაღებისა და მაღაროებით. აქ მდებარეობს ლეფკას ევროპული უნივერსიტეტი.
ვენეციური პერიოდის განმავლობაში ლეფკაში კათოლიკე იტალიელები ცხოვრობდნენ. ოსმალეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში კი ქალაქში თურქები გადასახლდნენ.