ლეჩქისსერი
ქედი საქართველოში, გურიის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ლეჩქისსერი, გადრეკილი — ქედი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება, მდინარეების კვირისწყლისა და საშუალის (მდინარე გუბაზეულის მარცხენა შენაკადები) წყალგამყოფი. აგებულია შუაეოცენური ასაკის სქელშრეებრივი ტუფ-ბრექჩიებით. ქედის უმაღლესი წერტილია მწვერვალი გადრეკილი (2505 მ). კალთები შემოსილია წიფლნარმუქწიწვიანი ტყეებით, თხემი და მწვერვალები — სუბალპური მდელოებით.
სწრაფი ფაქტები ლეჩქისსერი ...
ლეჩქისსერი | |
---|---|
კოორდინატები: 41°51′17″ ჩ. გ. 42°22′07″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | გადრეკილი |
სიმაღლე | 2505 მ |
ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია |
დახურვა