შარლ ედუარ ჟანერე (ფრანგ. Charles-Edouard Jeanneret), უკეთ ცნობილი როგორც ლე კორბიუზიე (ფრანგ. Le Corbusier [lə kɔʁbyzje]) (დ. 6 ოქტომბერი, 1887, ლა-შო-დე-ფონი, შვეიცარია — გ. 27 აგვისტო, 1965, როკბრიუნ-კაპ-მარტენი, ლაჟვარდოვანი ნაპირი, საფრანგეთი) — ფრანგი-შვეიცარიელი არქიტექტორი, თეორეტიკოსი, ფერმწერი და დიზაინერი.
სწრაფი ფაქტები ლე კორბუზიე, პირადი ინფორმაცია ...
ლე კორბუზიე |
---|
|
პირადი ინფორმაცია |
---|
დაბ. თარიღი |
6 ოქტომბერი, 1887(1887-10-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] |
---|
დაბ. ადგილი |
ლა-შო-დე-ფონი, ნევშატელის კანტონი, შვეიცარია[20] [21] [19] |
---|
გარდ. თარიღი |
27 აგვისტო, 1965(1965-08-27)[1] [3] [22] [4] [5] [6] [23] [7] [8] [9] [10] [24] [11] [12] [13] [16] [18] [19] (77 წლის) |
---|
გარდ. ადგილი |
როკებრიუნ-კაპ-მარტინი, ზღვისპირა ალპები, საფრანგეთი[21] [19] |
---|
დასაფლავებულია |
როკებრიუნ-კაპ-მარტინი |
---|
ნამუშევრები და მიღწევები |
---|
საქმიანობა |
არქიტექტორი[20] [16] [25] , მხატვარი[16] , მწერალი, ქალაქთმშენებელი[16] , ფოტოგრაფი[26] , მხატველი[27] , textile artist[28] , ვიზუალური არტისტი[29] და დიზაინერი[19] |
---|
მოქალაქეობა |
შვეიცარია[17] [19] საფრანგეთი[30] [17] |
---|
მიმართულება |
მოდერნისტული არქიტექტურა, ბრუტალიზმი და პურიზმი |
---|
მნიშვნელოვანი პროექტები |
ნოტრ-დამ-დიუ-ო, ვილა სავოი, Unité d'habitation, Radiant City და Tsentrosoyuz building |
---|
ჯილდოები |
აამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის ოქროს მედალი, სამეფო ოქროს მედალი, ფრანკ პ. ბრაუნის მედალი, საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი, Sikkens Prize[31] , ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის საპატიო დოქტორი, ჟენევის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი და საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[32] |
---|
მეუღლე |
Yvonne Le Corbusier |
---|
ნათესავ(ებ)ი |
Pierre Jeanneret |
---|
ხელმოწერა |
|
---|
|
დახურვა
სახელი გაითქვა მოდერნისტული (ე.წ. „საერთაშორისო სტილის“) ნამუშევრებით. ლე კორბუზიე პიონერი იყო თანამედროვე დიზაინის თეორიულ სწავლებაში და თავი მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობების შექმნის სამსახურს მიუძღვნა. სწორედ ლე კორბიუზიეს მიიჩნევენ სტუდიოს ტიპის ბინების კონცეფციის ერთ-ერთ ავტორად. მისი შენობები გამოირჩევა ბრტყელი ზედაპირებით, ლენტური ფორმის ფანჯრებით, შენობის ქვემო ნაწილში ღია საყრდენებით და თავისუფალი სტილის დაგეგმარებით.
მისი კარიერა ხუთ ათწლეულს გრძელდებოდა და მისი ხელწერით შექმნილი ხელოვნების ნიმუშებად შერაცხული შენობები და კომპლექსები ცენტრალური ევროპის, ინდოეთის, რუსეთის, მრავალ ქალაქში მოიძებნება. ლე კორბუზიეს პორტრეტი (განუყრელი სათვალითურთ) გამოსახულია შვეიცარულ ათფრანკიანზე.