ლიეტუვის რაიონები
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიეტუვის რაიონები — ლიეტუვაში არსებული ქვერეგიონული დონის ადმინისტრაციული ერთეულები. დღეისათვის ლიეტუვის ტერიტორიაზე 60 რაიონია. მსხვილი ქალაქების რაიონები (ალიტუსი, ვილნიუსი, კაუნასი, კლაიპედა, პანევეჟისი, შიაულიაი) მოიცავენ მხოლოდ ერთი ქალაქის ტერიტორიას. ასეთი ქალაქების შემოგარენები ქმნიან ცალკე რაიონს. კურორტების (პალანგა, ნერინგი) რაიონები მოიცავენ მათ ირგვლივ განლაგებულ დასახლებულ პუნქტებს. რაიონები იყოფიან სამამასახლისოებად. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი რაიონია ვილნიუსი 542 626 მცხოვრებით, ხოლო ყველაზე პატარა — ნერინგის რაიონი 2879 მცხოვრებით. ლიეტუვაში ერთ რაიონში მცხოვრებთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 46,6 ათას ადამიანს.