ლინუსი (პაპი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ლინუსი (ლათ. Linus) (დ. ? — გ. 23 სექტემბერი, 76/78) — ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი, რომის ეპისკოპოსი 64 (67) წლიდან 76 (78) წლამდე. რომის მეორე პაპი პეტრე მოციქულის შემდეგ. კათოლიკური ეკლესიის წმინდანი. ხსენების დღე 23 სექტემბერი.