ლოკმა
From Wikipedia, the free encyclopedia
ლოკმა (თურქულად: Lokma) ასევე ლოუკოუმადეს (ბერძნულად: λουκουμάδες) — საკონდიტრო ნაწარმი, რომლის ცომიც ზეთში იწვება და სიროფით ან თაფლითაა გაჟღენთილი. ზემოდან ზოგჯერ დაფარულია დარიჩინით ან სხვა ინგრედიენტებით. [1] კერძი ალ – ბაღდადიმ ჯერ კიდევ მე –13 საუკუნეში აღწერა როგორც ლუქმატ ალ – ქადი (لقمة القاضي), „მოსამართლის ლუკმას".[2]