ლონლი პლანეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლონლი პლანეტი (ინგლ. Lonely Planet) — მსოფლიოში უდიდესი სამოგზაურო მეგზურებისა და ციფრული მედიის გამომცემლობა. 2007 წლიდან, კომპანიას აკონტროლებს BBC Worldwide, რომელიც ფლობს წილების 75%-ს, როდესაც დამაარსებლები, მორინ და ტონი ვილერები მხოლოდ დარჩენილ 25%-ს ფლობენ. 2009 წლის ივლისში, ორიგინალი სახელი „ლონლი ფლანეთ ფაბლიქეიშენსი“ (ინგლ. Lonely Planet Publications) კომპანიამ შეცვალა „ლონლი ფლანეთით“ (Lonely Planet). ლეთს გოუ თრაველ გაიდსის (Let's Go Travel Guides) შემდეგ, სამოგზაურო წიგნთა ერთ-ერთი პირველი სერიები იყო ბექპეკერებისა და სხვა იაფად მოგზაურთათვის გათვლილი.
ლონლი პლანეტს აგრეთვე აქვს თავისი ტელეკომპანია, რომელიც უშვებს მრავალ სერიას: Lonely Planet Six Degrees, The Sport Traveller, Going Bush, Vintage New Zealand, Bluelist Australia and Lonely Planet: Roads Less Travelled. ლონლი პლანეტის მთავარი ოფისი მელბურნის გარეუბან - ფუთსკრეიშია (ავსტრალია).
2009 წელს კომპანიამ გაერთიანებული სამეფოში დაიწყო ყოველთვიურ ჟურნალ Lonely Planet Magazine-ის გამოშვება და 2010-დან გამოდის ინდური[1] და არგენტინული[2] გამოცემებიც.