ლუი რენო (იურისტი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუი რენო(ინგლ. Louis Renaultდ. 21 მაისი,1843 - გ. 8 თებერვალი, 1918) – ფრანგი იურისტი და განმანათლებელი, მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებისთვის 1907 წელს (რომელიც გაიზიარა ერნესტო თეოდორო მონეტასთან).
ლუი რენო | |
---|---|
დაბადების თარიღი |
21 მაისი, 1843 ოტენი,საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
8 თებერვალი, 1918 (74 წლის) ბარბიზონი, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგი |
განათლება | დიჟონის უნივერსიტეტი |
ჯილდოები |
ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებისთვის; საპატიო ლეგიონერი |
1868-დან 1873 წლამდე რენო იყო რომაული და კომერციული სამართლის ლექტორი დიჟონის უნივერსიტეტში. 1873 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი პარიზის უნივერსიტეტში, სადაც 1881 წელს გახდა საერთაშორისო სამართლის პროფესორი. 1890 წელს გახდა იურისკონსული საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლისთვისაც სპეციალურად შეიქმნა ეს თანამდებობა. რენო გაუძღვა უამრავ კონფერენციას, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჰააგის ორი კონფერენცია 1899 და 1907 წლებში. ასევე ლონდონის კონფერენციას 1908-1909 წლებში.
რენო იყო გამორჩეული არბიტრაჟში, მისი ყველაზე გახმაურებული საქმეები იყო იაპონური სახლის საგადასახადო საკითხი 1905 წელს, კასაბლანკას საკითხი 1909 წელს, კართაგენის საკითხი 1913 წელს და მანუბა 1913 წელს.
მის ნაშრომებში მოიპოვება სპეციალურად საერთაშორისო კანონისთვის მიძღვნილი სტატიები და მონოგრაფიები. მის მეგობართან და კოლეგასთან ჩარლზ ლიონ-კაენთან ერთად შექმნა რამდენიმე ნაშრომი კომერციულ სამართალში.
1879 წელს რენომ გამოაქვეყნა თავისი წარდგინება საერთაშორისო სამართლის სწავლების შესახებ.