ლუკაშ კრპალეკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუკაშ კრპალეკი (დ. 15 ნოემბერი, 1990, იიჰლავა, ჩეხეთი) — ჩეხი ძიუდოისტი. ასპარეზობს +100კგ წონით კატეგორიაში. 2016 წელს მოიგო ოლიმპიური თამაშები -100კგ წონით კატეგორიაში. 2014 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი -100კგ წონით კატეგორიაში. 2011 და 2013 წლებში მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი -100კგ წონით კატეგორიაში. 2013 წელს მოიგო ყაზანის უნივერსიადა. 2013 და 2014 წლებში გახდა ევროპის ჩემპიონი -100კგ წონით კატეგორიაში. 2015 წელს მოიპოვა ვერცხლის მედალი ევროპულ თამაშებზე, -100კგ წონით კატეგორიაში. 2017 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე, +100კგ წონით კატეგორიაში. 2018 წელს ამავე წონით კატეგორიაში გახდა ევროპის ჩემპიონი. 2019 წელს +100კგ წონით კატეგორიაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 2016 და 2019 წლებში დასახელდა ჩეხეთის წლის სპორტსმენად.
ლუკაშ კრპალეკი 2016 წელს, ზაფხულის ოლიმპიადაზე | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 15 ნოემბერი, 1990 (1990-11-15) (32 წლის) |
დაბ. ადგილი | იიჰლავა, ჩეხეთი |
სიმაღლე | 198 სმ |
წონა | 115 კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | ჩეხეთი |
სპორტი | ძიუდო |
ჯილდოები | Sportsperson of the Year of Czechia, Q58485103?[1] , Q63408421?[2] , Q63408421?[3] , Q63408421?[4] და Q63408421?[5] |