ლუნა-5
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუნა-5, ან E-6 №10 — საბჭოთა უსახელო ავტომატური კოსმოსური ხომალდი, გამიზნული მთვარისა და კოსმოსის გამოკვლევისთვის.
სწრაფი ფაქტები მისიის ტიპი, NSSDC ID ...
ლუნა-5 | |
---|---|
„ლუნა-5-ის“ მსგავსი საპლანეტთაშორისო ავტომატური სადგური „ლუნა-9-ის“ მაკეტი. | |
მისიის ტიპი | მთვარის ზეაპირზე რბილი დაჯდომა, მთვარის გამოკვლევა |
NSSDC ID | 1965-036A |
SCN | 01366 01366 |
მისიის ხანგრძლივობა | 3 დღე |
მდებარეობა | 31° ს. გ. 8° დ. გ. |
სტატუსი | დამსხვრეული |
ტექნიკური მახასიათებლები | |
ასაფრენი მასა | 1474 კილოგრამი |
მწარმოებელი | სსრკ, რკკ „ენერგია“ |
მისიის დაწყება | |
გაშვების თარიღი | 9 მაისი, 1965, 07:49:37 UTC |
გაშვების ადგილი | სსრკ, ბაიკონური №1 |
რაკეტა-მატარებელი | „მოლნია 8K78M“ |
მისიის დასრულება | |
განადგურდა | 12 მაისი, 1965, 19:10:00 UTC |
დახურვა
1965 წლის 9 მაისს 07:49:37 UTC დროით განხორციელდა რაკეტა-მატარებელ „მოლნიას“ გაშვება, რომელსაც უნდა წაეყვანა ხომალდი მთვარისკენ.[1] იმავე წლის 12 მაისს „ლუნა-5-მა“ მიაღწია მთვარეს. დაგეგმილი იყო, რომ იგი განახორციელებდა მასზე მსუბუქ დაჯდომას, რითაც იგი გახდებოდა პირველი კოსმოსური სადგური, რომელმაც ეს შეძლო. ხომალდის დაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა: მისმა სამუხრუჭე ძრავებმა ვერ უზრუნველყვეს ხომალდის უსაფრთხო დაშვება მთვარის ზედაპირზე და იგი დაიმსხვრა ღრუბლების ზღვის ტერიტორიაზე.[1]