მადამ დე მონტესპანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანსუაზ ათენა დე როშეშუარი (ფრანგ. Françoise-Athénaïs de Rochechouart), ცნობილია როგორც მადამ დე მონტესპანი (ფრანგ. Madame de Montespan), ან მარკიზა დე მონტესპანი (ფრანგ. Marquise de Montespan; დ. 5 ოქტომბერი, 1640 — გ. 27 მაისი, 1707) — საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის სამეფო საყვარელი და მისი შვიდი შვილის დედა.
ფრანსუაზ ათენა დე როშეშუარი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
5 ოქტომბერი, 1640 ლუზაკ-ლე-შატო, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
27 მაისი, 1707, (66 წლის) ბურბონ-ლ'არშამბოლი, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგები |
წოდება | სამეფო საყვარელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ლუი ანრი დე პარდაილან დე გოდრინი |
შვილ(ებ)ი |
ლუი ანრისთან: მარი კრისტინა ლუი ანტუანი, ანტინის ჰერცოგი ლუი XIV-სთან: ლუი ავგუსტი, მაინის ჰერცოგი ლუი სეზარი, ვექსინის ჰერცოგი ლუიზ ფრანსუაზი, ბურბონის ჰერცოგინია ლუიზ მარი, ტურის მადმუაზელი ფრანსუაზ მარი, ორლეანის ჰერცოგინია ლუი ალექსანდრი, ტულუზის გრაფი |
მშობლები |
მამა: გაბრიელ დე როშეშუარ დე მორტმარტი დედა: დიანა დე გრანდზეინე |
იგი იყო უძველესი ფრანგული არისტოკრატიული გვარის, როშეშუარის წარმომადგენელი, თუმცა მეფესთან ხანგრძლივი რომანის გამო, მონტესპანს ბევრი "ნამდვილ დედოფალს" ეძახდა. სამეფო საყვარლობის წლების მანძილზე, სამეფო კარზე მთელი ძალაუფლება მას ჰქონდა ხელში.
მისი ეგრეთ წოდებული "მეფობა" გრძელდებოდა 1667 წლიდან 1680-იან წლებამდე. იგი მეფე ლუის მისი ძმის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ის წყალობით გაეცნო, რომელიც ფრანსუაზთან ცეკვავდა ლუვრის სასახლეში ბალზე. ცნობილია, რომ იგი აქტიურად მონაწილეობდა ვერსალის სასახლეში მიმდინარე "შხამების რომანში", რაშიც მოიაზრება ის წლები, როდესაც სასახლეში მასობრივად წამლავდნენ ადამიანებს. მას ხშირად ადარებდნენ მის კოლეგას, ასევე მის თანამედროვე ბარბარა ვილიერს, რომელიც ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის საყვარელი იყო.
მონტესპანის შთამომავლები შემდგომში მეფობდნენ ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ბულგარეთსა და პორტუგალიაში.