მანამა
From Wikipedia, the free encyclopedia
მანამა (არაბ. المنامة; ალ-მანამა) — ბაჰრეინის დედაქალაქი, უდიდესი ქალაქი და მთავარი ეკონომიკური ცენტრი. მდებარეობს კუნძულ ბაჰრეინის ჩრდილოეთ სანაპიროზე. საავტომობილო გზით უკავშირდება ქალაქ მუჰარაკს, სადაც მდებარეობს ქვეყნის მთავარი აეროპორტი. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 157 000 ადამიანს. მანამა სპარსეთის ყურის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს. ქალაქის მოსახლეობა ეთნიკური სიჭრელით გამოირჩევა. პორტუგალიური და ირანული (სპარსული) მმართველობის შემდეგ ქალაქი ალ საიდებისა და საუდების დინასტიების მმართველობის ქვეშ იყო XIX საუკუნემდე, როდესაც ბაჰრეინში ბრიტანეთის ჰეგემონობა დასრულდა.
ქალაქი | |
---|---|
მანამა المنامة | |
მანამას ხედი | |
ქვეყანა | ბაჰრეინი |
დაქვემდებარება | დედაქალაქი |
კოორდინატები | 26°13′00″ ჩ. გ. 50°35′00″ ა. გ. |
გუბერნატორი | ჰუმუდ ბინ აბდულა ბინ ჰამად ალ ხალიფა |
დაარსდა | 1345 |
ფართობი | 30 კმ² |
მოსახლეობა | 157,474 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 5,200 კაცი/კმ² |
აგლომერაცია | 329,510 |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
ოფიციალური საიტი | capital.gov.bh |
მანამა მეთოთხმეტე საუკუნეში უნდა დაარსებულიყო ტყუპ ქალაქთან, მუჰარაქთან ერთად. მუჰარაქი ბაჰრეინის დედაქალაქს წარმოადგენდა 1337 წლამდე.[1] 1337 წლიდან ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ქალაქი და დედაქალაქი სწორედ მანამა გახდა. მეოცე საუკუნეში ბაჰრეინში ნავთობის მოპოვების დაწყებამ მანამა მნიშვნელოვანი საფინანსო ცენტრი გახადა ახლო აღმოსავლეთში. 2012 წელს მანამა არაბული კულტურის დედაქალაქად აირჩიეს არაბული ქვეყნების ლიგაში , ასევე 2018 წელს გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების მოძიების ცენტრის მიხედვით მანამამ ბეტა გლობალური ქალაქის წოდება მიღო.[2][3]