მარგარიტა ანჟულიმელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარგარიტა ანჟულიმელი (ფრანგ. Marguerite d'Angoulême), აგრეთვე ცნობილია როგორც მარგარიტა ალანსონელი (ფრანგ. Marguerite d'Alençon) და მარგარიტა ნავარელი (ბასკ. Margarita Nafarroakoa; დ. 11 აპრილი, 1492 — გ. 21 დეკემბერი, 1549) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის პრინცესა დაბადებით, ნავარის დედოფალი 1527-49 წლებში როგორც ანრი II-ის მეუღლე, ასევე ალანსონისა და ბერის ჰერცოგი როგორც შარლ IV-ის მეუღლე. ნავარის დედოფალ ჟანა III-ის დედა და საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის ბებია. საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის უფროსი და.
მარგარიტა ანჟულიმელი | |
---|---|
ნავარის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 24 იანვარი, 1527 |
მმართ. დასასრული: | 21 დეკემბერი, 1549 |
წინამორბედი: | ხუანა ენრიკესი |
მემკვიდრე: | მარგარიტა ვალუა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 აპრილი, 1492 |
დაბ. ადგილი: | ანგულემი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 21 დეკემბერი, 1549, (57 წლის) |
გარდ. ადგილი: | ოდო, საფრანგეთი |
მეუღლე: |
შარლ IV, ალანსონის ჰერცოგი ანრი II, ნავარის მეფე |
შვილები: |
ჟანა III, ნავარის დედოფალი ჟანი |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | შარლი, ანჟულემის გრაფი |
დედა: | ლუიზა სავოიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი, თუმცა ძლიერი გადახრა ჰქონდა კალვინიზმისკენ |
იგი პოლიტიკურად აქტიური და გამოჩენილი პიროვნება იყო. გარდა იმისა, რომ საფრანგეთის ბურბონ მეფეთა წინაპარი იყო, ასევე წარუშლელი კვალი დატოვა ფრანგულ რენესანსზე. ისტორიკოსმა სამუელ პუნტანმა მას პირველი თანამედროვე ქალი უწოდა. როდესაც მისი ძმა ესპანეთის მეფემ ტყვედ ჩაიგდო, იგი თავად ჩავიდა მადრიდში და ძმის განთავისუფლება შეძლო. ასევე იგი აქტიურად ფიგურირებს ჰენრი VIII-ისა და ანა ბოლეინის სკანდალშიც, რა დროსაც იგი დედოფლის დასჯას აპროტესტებდა.
მარგარიტას დიდი გადახრა ჰქონდა კალვინიზმისკენ და მიუხედავად იმისა, რომ თავად კათოლიკედ დარჩა, მისი ასული შემდგომში პროტესტანტთა ლიდერი იყო, მისი შვილიშვილი კი პირდაპირ ებრძოდა კათოლიკეებს. თავად მარგარიტა, გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა ამგვარ სისხლისღვრას და ამასთან დაკავშირებით წიგნიც კი დაწერა, თუმცა პაპმა იგი ერეტიკოსად შერაცხა.