მარიამ მაგდალინელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარიამ მაგდალინელი (ებრ. מרים המגדלית, ბერძ. Μαρία ἡ Μαγδαληνή, ლათ. Maria Magdalena) — იესო ქრისტეს მიმდევარი, ქრისტიანი წმინდანი, მენელსაცხებლე დედა, რომელიც სახარებისეული ტექსტის თანახმად გახდა ქრისტეს მიმდევარი, ის ასევე მომსწრე იყო ქრისტეს ჯვარცმისა და ერთ-ერთი პირველთაგანი იყო ვინც შეეგება აღმდგარ იესოს. ხსენების დღეა 4 აგვისტო (ძველი სტილით 22 ივლისი).