მდგრადი განვითარება
From Wikipedia, the free encyclopedia
მდგრადი განვითარება — საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.[1]
გარემოს დაცვის სამართალი | |
გარემოს დაბინძურების კონტროლი და გამოსწორება | |
---|---|
წყალი ჰაერის შესახებ მავნე ნივთიერებები | |
რესურსების შენარჩუნება და დაგეგმარება | |
სოფლის მეურნეობა ტყეები მეცხოველეობა ისტორიული ქალაქები მინერალური რესურსები ნავთობი და აირი პარკები იშვიათი სახეობები წყალი | |
სახმელეთო დაგეგმარება და ინფრასტრუქტურა | |
დარღვევების მიმოხილვა მუნიციპალური დაგეგმარება ხმელეთის გამოყენება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მუნიციპალური დაგეგმარება ენერგო ინფრასტრუქტურა მუნიციპალური დაგეგმარება გარემოს დაცვა | |
მსგავსი თემები | |
ადმინისტრაციული სამართალი გაკოტრების შესახებ კანონი ენერგიის შესახებ სადაზღვევო სამართალი საერთაშორისო სამართალი | |
ქვედა ტექსტი | |
მდგრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და, რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს. მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით. მდგრადი განვითარების შესახებ კოპენჰაგენის მსოფლიო სამიტმა 1995 წელს ხაზი გაუსვა სოციალური სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობას.
ბიოლოგიური რესურსების ისეთი გზით და სისწრაფით გამოყენება, რომელიც მომავალში არ გამოიწვევს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირებას და მას მომავალი თაობები საჭიროებების გათვალისწინებით შეინარჩუნებს.[2]