მეტ სმითი
From Wikipedia, the free encyclopedia
მეტ სმითი (ინგლ. Matt Smith, სრული სახელი მეტიუ რობერტ სმითი, Matthew Robert Smith, დ. 28 ოქტომბერი, 1982[1], ნორთჰემპტონი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი თეატრის, კინოს და ტელევიზიის მსახიობი, ცნობილი მეთერთმეტე დოქტორის როლით ბრიტანულ სამეცნიერო-ფანტასტიკურ სერიალ "Doctor Who"-ში. იგი ამ როლით წარდგენილ იქნა სატელევიზიო პრემია BAFTA-ზე[2].
მეტ სმითი | |
---|---|
მეტ სმითი | |
დაბადების სახელი | მეტიუ რობერთ სმითი |
დაბადების თარიღი |
28 ოქტომბერი, 1982 (1982-10-28) (41 წლის) ნორთჰემპტონი,ინგლისი, დიდი ბრიტანეთი |
აქტიური | 2003-დღემდე |
ბავშვობაში მეტი ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, თუმცა ზურგის ტრავმის გამო იძულებული იქნა, პროფესიონალური სპორტის დაეტოვებინა[3]. 2003 წელს იგი შეუერთდა National Youth Theatre-ს, University of East Anglia-დროს, სადაც ითამაშა თავისი პირველი როლი პიესაში მკვლელობა ტაძარში. 2007 წელს შედგა სმითის დებიუტი კრისტიან სლეიტერთან[4] ერთად ვესტ-ენდის თეატრში, სადაც მან ითამაშა ფილმის "ზვიგენებს შორის" თეატრალურ დადგმაში, ერთი წლის შემდეგ კი - სპექტაკლში "ის სახე"[5].
2006 წელს სმითი გამოჩნდა ტელეეკრანებზე ჯიმ ტეილორის როლით ფილიპ პულმანის რომანების "ლალი ბურუსში" და "პოლარული ვარსკვლავის ჩრდილი" ეკრანიზაციებში. სერიალში მას პატრნიორობას უწევდა ბილი პაიპერი, რომელმაც შეასრულა მეცხრე და მეათე დოქტორების თანამეგზურის როლი. სმითის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო დენის პერსონაჟი BBC-ის "Party Animals"-ში, 2007 წელს. 2009 წლის იანვარში მეტი იქნა არჩეული დოქტორის მეტერთმეტე ინკარნაციის როლზე ბრიტანულ საკულტო სერიალში "Doctor Who", სადაც პირველად ეპიზოდ "The End of Time"-ის მეორე, ფინალურ ნაწილში 2010 წლის 1 იანვარს გამოჩნდა. მეტ სმითი არის ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი[6], ვისაც კი დოქტორის როლი შეუსრულებელია. 2013 წლის 1 ივნისს მან, საახალწლო ეპიზოდის[7] გადაღების შემდეგ, დატოვა სერიალი.