მეცნიერება და ტექნოლოგია ინდონეზიაში
From Wikipedia, the free encyclopedia
მეცნიერება და ტექნოლოგია ინდონეზიაში—ინდონეზია არ შედის წამყვანი ქვეყნების რიცხვში მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში, თუმცა მრავალი მაგალითი არსებობს ინდონეზიელთა სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევებისა და განვითარების. მიუხედავად იმისა, რომ ინდონეზია განვითარებადი ქვეყანაა, იგი ერთ-ერთია იმ მცირე ქვეყნებს შორის, რომელსაც აქვს მიღწევები კოსმოსურ ტექნოლოგიებში. რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო ოფიციალური ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე. ქვეყანაში სამეცნიერო და კვლევითი სამთავრობო სააგენტოა ინდონეზიის მეცნიერებათა ინსტიტუტი (ინდონეზ.: Lembaga Ilmu Pengetahuan Indonesia ან LIPI). იგი შედგება 47 კვლევითი ცენტრისგან, სხვადასხვა დარგში, სოციალური მეცნიერებიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებამდე. 2010 წელს, ინდონეზიის მთავრობამ გამოყო 1.9 ტრილიონი რუპია (დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარი) კვლევისა და განვითარებისათვის — მთლიანი სამთავრობო ხარჯების 1 % -ზე ნაკლები. [1][2]