მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
From Wikipedia, the free encyclopedia
მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება — სამმხრივი საზავო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დასრულდა მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომი. ხელშეკრულებას 2020 წლის 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. შეთანხმების თანახმად მთიან ყარაბაღში ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო 01:00 საათიდან (მოსკოვის დროით 00:00 საათიდან)[1][2]. შეთანხმებას ასევე ეთანხმებოდა არაღიარებული არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტი არაიკ ჰარუთიუნიანი[3]. ხელშეკრულება გაფორმდა სტრატეგიული ქალაქ შუშისათვის გამართული ბრძოლის შემდეგ, რომლის შედეგადაც ქალაქი აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში გადავიდა.
სწრაფი ფაქტები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ...
მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება | |
---|---|
ტიპი | საზავო |
ხელი მოეწერა | 9 ნოემბერი, 2020 |
ადგილი | მოსკოვი, რუსეთი |
ძალაში შევიდა | 10 ნოემბერი, 2020 |
ხელი მოაწერეს | ილჰამ ალიევი ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინი |
მხარეები | აზერბაიჯანი სომხეთი |
დახურვა