მილივოიე ნოვაკოვიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
მილივოიე ნოვაკოვიჩი (სლოვენ. Milivoje Novakovič; დ. 18 მაისი, 1979) — სლოვენიელი ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც უკანასკნელად თამაშობდა სლოვენურ კლუბ „მარიბორში“, თავდამსხმელის პოზიციაზე.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მილივოიე ნოვაკოვიჩი[1] | ||
დაბადების თარიღი | 18 მაისი, 1979 (1979-05-18) (44 წლის)[2] | ||
დაბადების ადგილი | ლუბლიანა, იუგოსლავიის სფრ | ||
სიმაღლე | 1.93[3] | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
?–1998 | ოლიმპია ლიუბლიანა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1999–2000 | კლოპაინერსი | 20 | (9) |
2000–2001 | კლაგენფურტი | 16 | (7) |
2001–2004 | ფოიტსბერგი | 14 | (8) |
2004 | → მატერსბურგი | 6 | (2) |
2004–2005 | ლასკი | 21 | (8) |
2005–2006 | ლიტექსი | 26 | (18) |
2006–2014 | კელნი | 166 | (74) |
2012–2013 | ომია არდია | 38 | (17) |
2014 | სიმიძუ ეს-პალსი | 34 | (12) |
2015 | ნაგოია გრამპუსი | 26 | (5) |
2016–2017 | მარიბორი | 37 | (16) |
სულ | 404 | (176) | |
ეროვნული ნაკრები | |||
2006–2017 | სლოვენია | 80 | (32) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ნოვაკოვიჩმა კარიერა დაიწყო სლოვენურ კლუბ ლუბლიანას „ოლიმპიაში“. 1998 წელს დატოვა „ოლიმპია“ და მას შემდეგ თამაშობდა რამდენიმე ავსტრიულ კლუბში, მათ შორის: „ფოიტსბერგში, „ლასკასსა“ და „მატერსბურგში“. 2005 წლის ზაფხულში შეუერთდა „ლიტექსს“, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა. 2006 წლის აგვისტოში, 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა „კელნმა“,[4] ვისთან ერთადაც გაატარა კარიერის უმნიშვნელოვანესი წლები. 2012–2013 წლებში იჯარით თამაშობდა „ომია არდიაში“.[5] საბოლოოდ, კარიერა 2017 წელს სლოვენიურ კლუბ „მარიბორში“ დაასრულა.
ნოვაკოვიჩის დებიუტი სლოვენიის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2006 წლის 31 მაისს, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, სადაც სლოვენიის ნაკრებმა მოწინააღმდეგეს ანგარიშით 1:0 სძლია. ნაკრებში ყოფნის პერიოდში მონაწილეობა მიიღო 80 ოფიციალურ მატჩში და 32 გოლის გატანა შეძლო.