მკვდარი ქალაქები
From Wikipedia, the free encyclopedia
მკვდარი ქალაქები (ან დავიწყებული ქალაქები) — 700 მიტოვებული დასახლების ჯგუფი ჩრდილოეთ სირიაში, ალეპოსა და ჰამას შორის. თარიღდება ახ. წ. V საუკუნით და მოიცავს ქრისტიანული ბიზანტიის არქიტექტურის მრავალ ნაშთს. მნიშვნელოვანი ძეგლებია წმინდა სიმონის ტაძარი, სერიილა და ალ-ბარა.
სწრაფი ფაქტები ჩრდილოეთ სირიის ძველი სოფლები*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ჩრდილოეთ სირიის ძველი სოფლები* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | სირია | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iii, iv, v | |
სია | ||
რეგიონი** | არაბული სახელმწიფოები | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 2011 (35-ე სესია) | |
ნომერი | 1348 | |
საფრთხის ქვეშ | 2013 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
მკვდარი ქალაქები მდებარეობს შემაღლებულ კირქვულ არეალში, რომელსაც კირქვის მასივს უწოდებენ. უძველესი დასახლებები მოიცავს 20–40 კმ სიგანისა და 140 სიგრძის ტერიტორიას. შედგება მაღლობების სამი ჯგუფისაგან; პირველი მათგანია ჩრდილოეთის ჯგუფი — სიმონისა და ქურთის მთები. მეორე შუა ჯგუფია ჰარიმის მთები, მესამე, სამხრეთის ჯგუფი კი ზავიიას მთები.
2011 წელს, ნასახლარები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა სახელით „ჩრდილოეთ სირიის ძველი სოფლები“.