მომხმარებელი:David1010/სავარჯიშო4
From Wikipedia, the free encyclopedia
სრებრენიცის ალყა (სერბ.-ხორ. Opsada Srebrenice, Опсада Сребреницe) — სამწლიანი ალყა, რომელიც ბოსნიის ომის დროს აღმოსავლეთ ბოსნია და ჰერცეგოვინის ქალაქ სრებრენიცაში 1992 წლის აპრილიდან 1995 წლის ივლისამდე გრძელდებოდა. თავდაპირველად შეტევა იუგოსლავიის სახალხო არმიამ (JNA) და სერბ მოხალისეთა გვარდიამ (SDG) განახორციელა, 1992 წლის მაისში ქალაქი სერბთა რესპუბლიკის არმიამ (VRS) დაიკავა და სასტიკი ალყა დაიწყო, რომელიც თითქმის ბოსნიის ომის დასრულებამდე გაგრძელდა. 1995 წლის ივნისში, ანკლავში ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიის მეთაურმა ნასერ ორიჩმა სრებრენიცა დატოვა და ტუზლაში გაიქცა. შედეგად ის მისმა მოადგილემ, მაიორმა რამიზ ბეჩიროვიჩმა შეცვალა.
სრებრენიცის ალყა | |||||
---|---|---|---|---|---|
ბოსნიის ომის ნაწილი | |||||
ქალაქ სრებრენიცის პანორამული ხედი | |||||
თარიღი | 18 აპრილი, 1992 – 11 ივლისი, 1995 | ||||
მდებარეობა | სრებრენიცა, ბოსნია და ჰერცეგოვინა | ||||
შედეგი |
სერბების გადამწყვეტი გამარჯვება
| ||||
ტერიტორიული ცვლილებები |
სერბთა რესპუბლიკის მიერ სრებრენიცის ანკლავის დაპყრობა | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
|