მომხმარებელი:MgeorgeU/მანჩესტერ იუნაიტედი
From Wikipedia, the free encyclopedia
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
ტერმინს „მანჩესტერი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მანჩესტერი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სრული სახელი | Manchester United Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | The Red Devils (წითელი ეშმაკები) | |||
დაარსდა | 1878, Newton Heath LYR F.C.-ის სახელით | |||
სტადიონი |
ოლდ ტრაფორდი (მანჩესტერი, ინგლისი) (ტევადობა: 75.957 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი |
ჯოელ გლეიზერი აბრაამ გლეიზერი | |||
მწვრთნელი | ლუი ვან გალი | |||
კაპიტანი | უეინ რუნი | |||
ლიგა | პრემიერ-ლიგა | |||
2014-15 | მე-4 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
„მანჩესტერ იუნაიტედს“ მოგებული აქვს პრემიერ ლიგის 20 ტიტული, მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს, 11 ასოციაციის თასი, 4 ლიგის თასი და რეკორდული 20 ქომუნითი შილდი. კლუბს ასევე მოგებული აქვს 3 ევროპული თასი, UEFA-ს თასების მფლობელთა თასი, UEFA-ს სუპერ თასი, ერთი კონტინენტთაშორისი თასი და FIFA-ს საკლუბო მსოლფიო თასი. 1998-99 წლებში კლუბმა ტრებლი შეასრულა და პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
1958 წლის მიუნხენის ტრაგედიამ რვა მოთამაშის სიცოცხლე შეიწირა. 1968 წელს, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით, „მანჩესტერ იუანიტედი“ პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ევროპის თასი მოიპოვა. სერ ალექს ფერგიუსონმა 28 დიდი ტიტული მოიგო 1986 წლიდან 2013 წლამდე, მერე კი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. მის შემცვლელად დევიდ მოიესი დაინიშნა, რომელიც 10 თვის შემდეგ გააძევეს, ამჟამად კი კლუბს ლუი ვან გაალი წვრთნის.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს მეორე ყველაზე მდიდარი კლუბია და 2013/14 წლების მონაცემების მიხედვით, მისი წლიური შემოსავალი 518 მილიონი ევროა. რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ კლუბს, 2014 წლის მონაცემებით ის მესამე ადგილს იკავებს და მისი ფასი 2.810 მილიარდი დოლარია. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო ბრენდია და მისი ფასი 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბია[1]. 1991 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე კლუბის აქციების გატანის შემდეგ, 2005 წელს „მანჩესტერ იუნაიტედი“ მალკოლმ გლეიზერმა 800 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა, ამის შემდეგ კლუბი კვლავ პირად საკუთრებაში გადავიდა.