მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1954
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1954 — მეხუთე FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში FIFA-ში გაერთიანებული საფეხბურთო ფედერაციების მამაკაცთა ნაკრებებს შორის. ჩატარდა შვეიცარიაში 16 ივნისიდან 4 ივლისამდე. შვეიცარია მასპინძლად აირჩიეს 1946 წლის ივლისში.[1] ჩემპიონატის მიმდინარეობისას რამდენიმე რეკორდი დამყარდა, მათ შორის ყველაზე მაღალი გოლების რაოდენობა საშუალოდ, თამაშების მიხედვით. ჩემპიონი გახდა დასავლეთი გერმანია, რომელმაც ფინალში ტურნირის ფავორიტი გუნდი, უნგრეთი ფინალში ანგარიშით 3–2 დაამარცხეს და თავიანთი პირველი ტიტული მოიპოვეს. მოქმედი ჩემპიონი, ურუგვაის ნაკრები ნახევარფინალში დამარცხდა უნგრეთის ნაკრებთან და შემდეგ მესამე ადგილისათვის მატჩში დამარცხდა ავსტრიის ნაკრებთან.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1954 FIFA Fußball-Weltmeisterschaft 1954 Schweiz (გერმანული) Championnat du Monde de Football 1954 (ფრანგული) | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | შვეიცარია |
ქალაქები | 6 |
სტადიონები | 6 |
ტურნირის ვადები | 16 ივნისი – 4 ივლისი |
მონაწილე | 16 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | დასავლეთი გერმანია |
მეორე ადგილი | უნგრეთი |
მესამე ადგილი | ავსტრია |
მეოთხე ადგილი | ურუგვაი |
ტურნირის სტატისტიკა | |
დასწრება | 889 500 (34 212 თამაშზე) |
მატჩები | 26 |
გოლები | 140 (5.38 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | შანდორ კოჩიში (11 გოლი) |
მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ჩატარდა ამ ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიისა და ავსტრიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელშიც ავსტრიამ გაიმარჯვა ანგარიშით 7-5. 12 გოლი მას შემდეგ არცერთ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში გასულა.