მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1986
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1986 — ფიფა-ს მსოფლიო თასის მე-13 გათამაშება, რომელიც მექსიკაში ჩატარდა. ტურნირის ფინალური ეტაპი 31 მაისიდან 29 ივნისამდე მიმდინარეობდა და მასში 24-მა ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. მექსიკა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მეორედ უმასპინძლა ფიფა-ს მსოფლიო თასის გათამაშებას. თავდაპირველად ტურნირის მასპინძლობა კოლუმბიას უნდა გაეწია, თუმცა მას შემდეგ, რაც კოლუმბიის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა არ იყო მზად ჩემპიონატის მიღებისათვის, გადაწყდა მისი მექსიკაში გამართვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას, 1983 წლის 20 მაისს, სტოკჰოლმში შემდგარი შეხვედრის შემდეგ ეცნობა. ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის ბრძოლაში, მექსიკამ უკან მოიტოვა მუნდიალის დასკვნითი ეტაპის მიღების მსურველი კიდევ ორი კონკურენტი — კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1986 Mexico '86 | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | მექსიკა |
ქალაქები | 11 |
სტადიონები | 12 |
ტურნირის ვადები | 31 მაისი – 29 ივნისი |
მონაწილე | 24 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | არგენტინა (მეორე ტიტული) |
მეორე ადგილი | გფრ |
მესამე ადგილი | საფრანგეთი |
მეოთხე ადგილი | ბელგია |
ტურნირის სტატისტიკა | |
დასწრება | 2 393 331 (46 026 თამაშზე) |
მატჩები | 52 |
გოლები | 132 (2.54 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | გარი ლინეკერი (6 გოლი) |
საუკეთესო მოთამაშე | დიეგო მარადონა |