მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002: ჯგუფი A
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002: ჯგუფი A — მუნდიალი 2002-ის ერთ ერთი ჯგუფი. მასში გამოდიოდა მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც წააგო ორი მატჩი, ფრედ ითამაშა ერთი, ვერ შეძლო ერთი გოლის გატანაც და დაასრულა ტურნირი ჯგუფში მეოთხე ადგილზე. ჯგუფიდან კვალიფიკაცია გაიარეს დანიისა და ტურნირის დებიუტანტი სენეგალის ნაკრებებმა.