მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014: ფინალი
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014: ფინალი — მუნდიალი 2014-ის ფინალური ტურნირის დასკვნითი მატჩი. გაიმართა 13 ივლისს. გერმანიამ დაამარცხა არგენტინა 1-0. მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა მარიო გეცემ, დამატებით დროში. გეცემ, რომელიც შეცვლაზე შევიდა, მიიღო ასევე შეცვლაზე შესული შურლეს პასი მარცხენა ფლანგიდან, მიიღო მკერდზე და მარცხენა ფეხით გაიტანა გოლი.
ტურნირი | ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2014 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
დ.დ | |||||||
თარიღი | 13 ივლისი 2014 | ||||||
არენა | მარაკანა, რიო დე ჟანეირო | ||||||
საუკეთესო ფეხბურთელი | მარიო გეცე | ||||||
მსაჯი | ნიკოლა რიცოლი (იტალია) | ||||||
დასწრება | 74 738 | ||||||
ამინდი |
ნაწილობრივ მოღრუბლული ტენიანობა 65% | ||||||
← 2010 2018 → |
გერმანია ფინალში ასპარეზობდა მერვეჯერ, ხოლო არგენტინა მეხუთეჯერ. გერმანიას ჰქონდა ჩემპიონის სამი ტიტული, ხოლო არგენტინას — ორი. ეს იყო მესამე ფინალი, რომელიც არგენტინა-გერმანიას შორის გათამაშდა. მატჩი მონათლული იყო მსოფლიოს როგორც საუკეთესო ფეხბურთელისა (მესი) და საუკეთესო გუნდის (გერმანია) დაპირსპირება.[1][2]
გერმანიამ მეოთხედ მოიგო ჩემპიონატი, რითაც დაეწია იტალიას. ამასთან ეს იყო გერმანიის პირველი ტიტული გაერთიანების (1990) შემდეგ და ასევე პირველი შემთხვევა, როცა ევროპულმა გუნდმა მოიგო ჩემპიონატი ამერიკაში.