ნაკბე
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაკბე (Nakbé) — მაიას ქალაქის ნანგრევები გვატემალაში, პეტენის პროვინციაში.
ძველი ქალაქი
ნაკბე
Nakbé
| ||||
ქალაქი მდებარეობს მაიას ქალაქ ელ-მირადორის ნანგრევებიდან სამხრეთით, დაახლოებით 15 კმ-ში, რომელთანაც ნაკბე დაკავშირებული იყო საკბეთი (Sacbé), ძველი მაიას ეგრეთ წოდებული ჩქაროსნული გზით. გვიანი კლასიკური პერიოდის დროს ქალაქი საკბეთი იყო დავაშირებული მაიას სხვა დასახლებასთანაც — კალაკმულთან.
რეგიონი, რომელშიც ნაკბე მდებარეობს, დასახლებული იყო ძვ. წ. დაახლოებით 1400 წლიდან. ქალაქის აყვავების ხანა მოიცავს ძვ. წ. 800-400 წლებს, რომლის დროსაც ნაკბე მაიას პირველ მსხვილს ქალაქს წარმოადგენდა. ქალაქის არქიტექტურული განვითარების დასაწყისი ემთხვევა ძვ. წ. 1000-800 წლებს შორის პერიოდს.
ნაკბე იპოვეს 1930 წელს, მაგრამ მისი არქიტექტურული გამოკვლევა მხოლოდ 1962-ში დაიწყო.