ნაურუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაურუს რესპუბლიკა (ნაურ. Ripublik Naoero, ინგლ. Republic of Nauru, გამოითქმის /næˈuː.ɹuː/, ასევე, ცნობილია როგორც „სიამოვნების კუნძული“) — ჯუჯა კუნძული-რესპუბლიკა იმავე დასახელების მარჯნის კუნძულზე წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 21,3 კმ²-ს, მოსახლეობა კი — 10 084 ადამიანს[2] (2011), რომელთა მიხედვითაც, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მცირე დამოუკიდებელი ქვეყანაა. ის, ასევე, ყველაზე მცირე არა-ევროპული ქვეყანაა (ფართობით) და ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში ოფიციალური დედაქალაქის გარეშე. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1968 წელს.
ნაურუს რესპუბლიკა Ripublik Naoero Republic of Nauru ნაურუ |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: God's Will First | ||||||
ჰიმნი: Nauru Bwiema |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | არა 0°32′ ს. გ. 166°55′ ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | იარენი | |||||
ოფიციალური ენა | ნაურუული, ინგლისური | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ლიონელ აინგიმეა | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 21,3 კმ2 (227-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0,57% | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2018 აღწერა | 11 200[1] | ||||
- | სიმჭიდროვე | 480 კაცი/კმ2 (25-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2006 შეფასებით | |||||
- | სულ | $36.9 მილიონი (192-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $2500 (135-ე) | ||||
ვალუტა | ავსტრალიური დოლარი (AUD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+12:00 | |||||
ქვეყნის კოდი | NRU | |||||
Internet TLD | .nr | |||||
სატელეფონო კოდი | +674 |
კუნძული ნაურუ მდებარეობს 42 კმ-ში ეკვატორის სამხრეთით. უახლოესი კუნძული ბანაბა მდებარეობს 288 კმ-ში აღმოსავლეთით და ეკუთვნის კირიბატის რესპუბლიკას.
სახელმწიფო შედის ერთა თანამეგობრობაში. 1999 წლის 14 სექტემბერს ნაურუს რესპუბლიკა მიიღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ნაურუ წყნარი ოკეანის თანამეგობრობის სამდივნოსა და წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის წევრია.
ქვეყნის წარსული სიმდიდრის უდიდესი ნაწილი კუნძულის უხვი ფოსფატის საბადოებიდანაა. სუპერფოსფატი გამოიყენება როგორც სასუქი მთელ მსოფლიოში და მისი მთავარი მომწოდებელი ავსტრალიაა. ფოსფატის საბადოების გამოფიტვის შემდეგ ნაურუს მომავალი საკმაოდ ბურუსითაა მოცული. 1990-იან წლებში ნაურუმ სცადა შემოსავლის ახალი წყარო გაეჩინა საკუთარი თავის საგადასახადო სამოთხედ გამოცხადებით, თუმცა ამ წამოწყებას ბოლო 2004 წლის ივლისში მოეღო. ნაურუზე ამჟამად დაკავების ცენტრია განლაგებული, რომელშიც ავსტრალია თავშესაფრის მთხოვნელ ემიგრანტებს აგზავნის, სანამ ისინი საჭირო გამოძიებას და მომზადებას გაივლიან კონტინენტზე შესაშვებად (ე.წ. „პაციფიური გადაწყვეტის“ პოლიტიკა).