ნეიტრინო
From Wikipedia, the free encyclopedia
ნეიტრინო (იტალ. neutrino — (კნინობითი) < neutrone — „ნეიტრონი“; აღნიშვნა: — „ნიუ“) — ელექტრულად ნეიტრალური ელემენტარული ნაწილაკი, რომელსაც ელექტრონის მასასთან შედარებით აქვს ძალიან მცირე (შესაძლოა ნულის ტოლი) უძრაობის მასა, 1/2-ის ტოლი სპინი (პლანკის მუდმივას ერთეულებით გამოსახული). სახელწოდება „ნეიტრინოს“ იყენებენ სამი სხვა დასხვა ელემენტარული ნაწილაკის — ელექტრონული (), მიუონური () და ტაონური () ნეიტრინოს მიმართ.
ნეიტრინო მიეკუთვნება ლეპტონებს, რომლებიც არ მონაწილეობენ ე. წ. ძლიერ ურთიერთქმედებაში. ამ ნაწილაკებს აქვს სპეციფიკური ლეპტონური მუხტი: ელექტრონული ( და ნაწილაკებისათვის), მიუონური ( და ) და ტაონური ( და ). ელექტრონისა და მიუონისგან განსხვავებით (, და ნეიტრინოები (გარდა ტრადიციულისა) უშუალოდ მონაწილეობენ მხოლოდ სუსტ ურთიერთქმედებაში. ეს გარემოება, ერთის მხრივ, განაპირობებს ნეიტრინოს მრავალ უნიკალურ თვისებას, მეორე მხრივ, მეტისმეტად აძნელებს მასზე პირდაპირ დაკვირვებას. ამის გამო ნეიტრინოს ბუნება ძირითადად გამოკვლეულ იქნა არაპირდაპირი ექსპერიმენტებით.