ნემრუთ-დაღი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნემრუთ-დაღი (ნემრუთი, ნემრუდი, თურქ. Nemrut Dağ ან Nemrut Dağı, ქურთ. Çiyayê Nemrûd, სომხ. Նեմրութ Սար) — მთა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, სამხრეთ ანატოლიის რეგიონის ადიამანის პროვინციაში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2150 მეტრი. ააშენა კომაგენის მეფე ანტიოქოს I-მა მის მწვერვალზე ძვ. წ. 69-34 წწ. მთის წვერზე მდებარეობს საფლავის შემაღლება, რომელიც ქვებით არის აშენებული. მის დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს იცავს ორი ლომი, ორი არწივი და 10 მეტრი სიმაღლის ქანდაკება. 1881 წელს ნემრუთ-დაღი აღმოაჩინა გერმანელმა ინჟინერმა კარლო რესტერმა. იგი ეძებდა მეფე ანტიოქოს I-ის საფლავს, მაგრამ ვერ მიაგნო. 1987 წელს ეს არქეოლოგიური ძეგლი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ნემრუთი. |
სწრაფი ფაქტები ნემრუთ-დაღი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ნემრუთ-დაღი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ნემრუთს მთის ქანდაკებები | |
ქვეყანა | თურქეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii, iv |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 37°58′54″ ჩ. გ. 38°44′28″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1987 (მე-11 სესია) |
ნომერი | 448 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა