ნილო-საჰარული ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
ნილო-საჰარული ენები — აფრიკის ენების ოჯახი, რომელზეც დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი საუბრობს. მათგან უმეტესობა მდინარეების ნილოსის და შარის ზემოწელში, ისტორიული ნუბიის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ენათა ოჯახი გავრცელებულია 17 ერში.
ნილო-საჰარული ენების ზოგიერთი ჯგუფი თარიღდება ნეოლითის ხანით. აღმოსავლეთსუდანური ენების სავარაუდო ასაკი ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეა.[1]