ნოემბერი
წლის მეთერთმეტე თვე იულიუსის და გრიგორიანულ კალენდრებში / From Wikipedia, the free encyclopedia
ნოემბერი (ლათ. November) — გრიგორიანული კალენდრის მეთერთმეტე თვე. ნოემბერში 30 დღეა.
„გიორგობისთვე“ ამ გვერდზე გადმოდის. ო. იოსელიანის ფილმის „გიორგობისთვე“ შესახებ იხილეთ გიორგობისთვე (ფილმი). |
სწრაფი ფაქტები
<< | ნოემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
2024 |
დახურვა
სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეცხრე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად novem — ცხრა), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ტირისკონი (ტირისკნისი), ქართული ხალხური სახელწოდებაა გიორგობისთვე, აგრეთვე ჭინკობისთვე.
ნოემბერი არის შემოდგომის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.
ნოემბრის ზოდიაქოს ნიშნები ღრიანკალი და მშვილდოსანი.
ნოემბერი იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც მარტი, გარდა ნაკიანი წლისა — თებერვალი.