ნორჩეპინგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნორჩეპინგი (შვედ Norrköping) — შვედეთის ქალაქი, მსხვილი სამრეწველო ცენტრი. ქალაქმოსახლეობის ზრდა XIX საუკუნეში ინდუსტრიალიზაციის პერიოდს უკავშირდება, ამის გამო ნორჩეპინგმა მეტსახელად "შვედური მანჩესტერი" მიიღო.
ქალაქი მდინარე მოტალას შესართავთან არის გაშენებული. ამ ადგილას მდინარე ბალტიის ზღვას უერთდება.
მოსახლეობა - 83 561 მცხოვრები, გარეუბნებიანად - 126 338 ადამიანი (2006 წლის აღწერით). შედის შვედეთის დიდი ქალაქების ათეულში.