ოვიმბუნდუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ოვიმბუნდუ — ბანტუს ჯგუფის ხალხი ანგოლის დასავლეთში. ძირითადად სახლობენ ბენგელის, უამბოს და ბიეს პროვინციებში ბიეს პლატოზე. ძირითადი ქალაქებია: ბენგელა, უამბო, კუიტო და სხვა. მათ შორის ქალაქი უამბო ანგოლის სამოქალაქო ომის წლებში იყო ორგანიზაცია უნიტას ბრძოლის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი — ჟონას სავიმბი — იყო ოვიმბუნდუს ხალხის წარმომადგენელი.
2000 წლის შეფასებით მათი რაოდენობა იყო დაახლოებით 4 — 5 მილიონი ადამიანი. ეთნიკურად ახლო დგანან ამბუნდუს ხალხთან.
უმბუნდუს ენა — ბანტუს ენების ერთ-ერთი ენაა, ასევე გავრცელებულია პორტუგალიური ენა. ოვიმბუნდუს ხალხი ძირითადად ქრისტიანია (კათოლიკები, მეთოდისტები, ადგილობრივი აფრიკული ეკლესიების წარმომადგენლები), მოსახლეობის ნაწილი ტრადიციული კულტების მიმდევარია.