ოთხი იმპერატორის წელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოთხი იმპერატორის წელი — ამ სახელითაა ცნობილი 69 წელი რომის იმპერიის ისტორიაში, როდესაც ქვეყანას ერთმანეთის მიყოლებით ოთხი იმპერატორი (გალბა, ოტონი, ვიტელიუსი და ვესპასიანე) მართავდა.
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ხუთი იმპერატორის წელი ან ექვსი იმპერატორის წელი. |
სწრაფი ფაქტები
რომის საიმპერიო დინასტიები | |||
ოთხი იმპერატორის წელი | |||
ქრონოლოგია | |||
გალბა | 68-69 წწ. | ||
ოტონი | 69 წ. | ||
ვიტელიუსი | 69 წ. | ||
ვესპასიანე | 69-79 წწ. | ||
მემკვიდრეობა | |||
წინამორბედი იულიუს-კლავდიუსების დინასტია |
მემკვიდრე ფლავიუსების დინასტია |
დახურვა
68 წელს იმპერატორ ნერონის თვითმკვლელობას მოჰყვა ხანმოკლე სამოქალაქო ომი, პირველი სამოქალაქო ომი რომში ძვ. წ. 30 წელს მარკუს ანტონიუსის სიკვდილის შემდეგ. 68 წლის ივნისიდან 69 წლის დეკემბრამდე, რომი მოწმე იყო გალბას, ოტონისა და ვიტელიუსის მონაცვლეობითი აღზევებისა და დაცემისა, სანამ, საბოლოოდ, 69 წელს ტახტი ფლავიუსების დინასტიის პირველმა წარმომადგენელმა, ვესპასიანემ არ დაიკავა. ამ პერიოდის საზოგადოებრივ, სამხედრო და პოლიტიკურ ძვრებს იმპერიული მასშტაბის გამოძახილები ახლდა თან, რომელთაგან აღსანიშნავია ბატავიანელთა აჯანყება.