ოკაპი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოკაპი (ლათ. Okapia jonstoni) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ჟირაფისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2 მ, მასა 250 კგ აღწევს, აქვს მოგრძო ცხვირ-პირი, დიდი ყურები, 2 მოკლე რქა, ძალზე გრძელი ენა, მოკლე წვრილი კუდი, რომელიც ფუნჯით ბოლოვდება, მოთეთრო თავი, მონაცრისფრო-ყავისფერი სხეული, თეთრი და მუქი განივზოლებიანი გავა და ფეხები. იშვიათი ცხოველია. გავრცელებულია აფრიკაში, ბინადრობს მდინარე კონგოს აუზის ტენიან ტროპიკულ ტყეებში. ცხოვრობს ერთეულებად ან წყვილებად. იკვებება ფოთლებით. მაკეობა 440 დღე-ღამე გრძელდება.
სწრაფი ფაქტები ოკაპი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ოკაპი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Okapia jonstoni (P. L. Sclater, 1901) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Endangered : 15188 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
დახურვა