ომი კასტილიური მემკვიდრეობისათვის
From Wikipedia, the free encyclopedia
ომი კასტილიური მემკვიდრეობისათვის — სამხედრო კონფლიქტი 1475-1479 წლებში კასტილიისა და ლეონის სამეფო ტახტისთვის, სადაც იბრძოდნენ ხუანა ლა ბელტრანეხას, ენრიკე IV-ის ქალიშვილის, მხარდამჭერები და ისაბელ I კასტილიელის, ენრიკე IV-ის ნახევარდის, მხარდამჭერები. კონფლიქტი ისაბელ I-ის გამარჯვებით დასრულდა.
ომი კასტილიური მემკვიდრეობისათვის | |||
---|---|---|---|
მარცხნივ, ისაბელ I კასტილიელი და მარჯვნივ, ხუანა ლა ბელტრანეხა | |||
თარიღი | 1475 — 1479 წლის 4 სექტემბერი | ||
მდებარეობა | იბერიის ნახევარკუნძული, ატლანტის ოკეანე | ||
შედეგი |
ისაბელ I კასტილიელის კასტილიის დედოფალად აღიეარება
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ომმა საერთაშორისო სახე მიიღო, რადგანაც ისაბელა დაქორწინებული იყო ფერდინანდ II არაგონელზე, ხოლო ხუანა ლა ბელტრანეხა სტრატეგიულად გაყვა ცოლად აფონსუ V-ეს, ბიძამისს, მისი მხარდამჭერების რჩევის შედეგად. საფრანგეთის სამეფო კონფლიქტში პორტუგალიის სამეფოს მხარეს ჩაება.
პატარა წარმატებების მიუხედავად, აფონსუ V-ის სამხედრო აგრესიის ნაკლებობამ და ტოროს ბრძოლაში დამყარებულმა სამხედრო ჩიხმა განაპირობა[1] ხუანას დამარცხება, ალიანსისი დაშლა და ისაბელას კასტილიის დედოფლად აღიარება.[2]
ბრძოლა მხოლოდ პორტუგალიის სამეფოსა და კასტილიისა და ლეონის სამეფოს შორის გაგრძელდა გვინეის ოქროს და მონებისთვის ატლანტის ოკეანეში. პორტუგალიის სამეფოს საძღვაო ძალებმა გადამწყვეტ გვინეის ბრძოლაში კასტილიისა და ლეონის სამეფოს საზღვაო ძალები დაამარცხა.[3][4][5]
ომი დასრულდა 1479 წელს ალაკაკოვასის ხელშეკრულებით სადაც კასტილიის დედოფლად საერთაშორისოდ აღიარეს ისაბელა I ხოლო ხოანა ლა ბელტრანეხამ დაკარგა პრეტენზიის უფლება კასტილიურ ტახტზე. პორტუგალიამ ჰეგემონია დაამყარა ატლანტის ოკეანეში კანარის კუნძულების გამოკლებით.
კომფლიქტს ისტორის მანძილზე მოიხსენიებდნენ როგორც მეორე კასტილიურ სამოქალაქო ომს, ბევრი ავტორი ასევე იყენებდა პორტუგალიის ომს და ნახევარკუნძულის ომს (რემელიც ხშირად ირეოდა ნაპოლეონის ომებისას განვითარებულ ნახევარკუნძულის ომში) და ზოგი მოიხსენიებდა როგორც 1475-1479 წლების ომს