ოპერაცია წითელი განთიადი — ოპერაცია ერაყის გადაყენებული პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის დასაკავებლად, 2003 წლის 13 დეკემბერს, ერაყის ქალაქ ად-დაურში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მიერ. კოდური სახელწოდება ამ სამხედრო ოპერაციას ეწოდა 1984 წლის ამერიკული ფილმის Red Dawn-ის საპატივცემულოდ.[1]
სწრაფი ფაქტები ოპერაცია წითელი განთიადი, თარიღი ...
ოპერაცია წითელი განთიადი |
---|
ერაყის ომის ნაწილი |
სამირი, 34 წლის ერაყელ-ამერიკელი სამხედრო თარჯიმანი, რომელმაც იპოვა სადამ ჰუსეინი და გამოიყვანა ის სამალავიდან, სადამ ჰუსეინთან ერთად. |
თარიღი |
13 დეკემბერი, 2003 |
---|
მდებარეობა |
ად-დავრი, ერაყი |
---|
შედეგი |
ამერიკული გამარჯვება
|
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
სამხედრო ნაწილები |
---|
მე-4 ქვეითი დივიზია
- 1-ელი ბრიგადის საბრძოლო ჯგუფი
დავალებათა ძალა 121
- C ესკადრილია - Delta Force
- ISA
|
სადამ ჰუსეინის პირადი მცველები |
|
ძალები |
---|
|
დანაკარგები |
---|
|
დახურვა
მისია შესრულდა ერთობლივი ოპერაციების დავალებათა ძალა 121 -ის მიერ - ელიტარული და ფარული გაერთიანებული სპეცოპერაციების ჯგუფი, რომელსაც მხარს უჭერდა მე-4 ქვეითი დივიზიის 1-ლი ბრიგადის საბრძოლო ჯგუფი (პოლკოვნიკი ჯეიმზ ჰიკი), რომელსაც მეთაურობდა გენერალ-მაიორი რაიმონდ ოდიერნო.
მათ მოძებნეს ორი ადგილსამყოფელი, „Wolverine 1“ და „Wolverine 2“, ქალაქ ად-დავრის გარეთ, მაგრამ ვერ იპოვეს ჰუსეინი. ორ ადგილს შორის განგრძობითმა ჩხრეკის შედეგად იპოვეს სადამ ჰუსეინი, რომელიც იმალებოდა „ობობის ხვრელში“ ერაყის დროით 20:30 საათზე. ჰუსეინმა წინააღმდეგობა არ გაუწია დატყვევებას.[2]