ორენსეს მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ორენსეს პროვინცია შედის გალისიის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 92 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
ორენსეს მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 12 კომარკაში: ორენსე (12 მუნიციპალიტეტი), ლიმია (11), რიბეირო (10), ტიერა-დე-სელანოვა (10), ვალდეორასი (9), კარბალინო (9), ვერინი (8) ალიარის-მასედა (6), ბახა-ლიმია (5), ვიანა (4), ტიერა-დე-კალდელასი (4) და ტიერა-დე-ტრივესი (4).[3]
ორენსეს პროვინციის ფართობია 7273 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 307 651 მაცხოვრებელს.[4] დედაქალაქია ორენსე, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ლა-ვეგა (290,49 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — ბეადე (6,4 კმ²)[5].