ოტელო
From Wikipedia, the free encyclopedia
„ოტელო“ (ინგლ. The Tragedy of Othello, the Moor of Venice) — უილიამ შექსპირის ტრაგედია, დაწერილი 1603 წელს. სიუჟეტი ვითარდება ორი პერსონაჟის: ოტელოსა და იაგოს გარშემო.
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Nuca Caesar. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი. თარგის ჩასმის თარიღი: 2024-05-1. მიმდინარეობს სტატიის აქტიური დამუშავება. მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}} |
ოტელო არის მავრი სამხედრო მეთაური, რომელიც მსახურობდა ვენეციის არმიის გენერლად კვიპროსის დაცვაში ოსმალთა წინააღმდეგ. ამ დროს ის ცოტა ხნის დაქორწინებული იყო დეზდემონაზე, თავისზე უმცროს, ლამაზ და მდიდარ ვენეციელ ქალბატონზე, ქალის მამის მხრიდან არცოდნისა და მოგვიანებით, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად. იაგო არის ოტელოს ღვარძლიანი ოფიცერი, რომელიც ბოროტმოქმედებით აღძრავს თავისი ბატონის ეჭვიანობას მანამ, სანამ ჩვეულებრივ სტოიკოსი მავრი საყვარელ ცოლს ბრმა ბრაზით არ მოკლავს. ვნების, ეჭვიანობისა და რასის მარადიული თემების გამო, ოტელო კვლავ აქტუალური და პოპულარულია და ფართოდ არის შესრულებული, არსებობს მისი მრავალი ადაპტაცია.