ოხტირკის ბრძოლა
From Wikipedia, the free encyclopedia
ოხტირკის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება რუსეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ქალაქ ოხტირკაში. დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს როგორც რუსეთის უკრაინაში შეჭრის ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი. ბრძოლები ქალაქის გარეუბანში გაჩაღდა მაშინ, როდესაც რუსული ძალები შეეცადნენ მის დაპყრობას. თავდაპირველი შეტევა უკრაინელებმა მოიგერიეს, რის შემდეგაც აგრესორებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.
სწრაფი ფაქტები ოხტირკის ბრძოლა, თარიღი ...
ოხტირკის ბრძოლა | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი | |||||
თარიღი | 24 თებერვალი, 2022 – დღემდე (1 თვე და 2 დღე) | ||||
მდებარეობა |
ოხტირკა, სუმის ოლქი, უკრაინა 50°11′30″ ჩ. გ. 34°57′00″ ა. გ. | ||||
სტატუსი |
უკრაინის გამარჯვება
| ||||
მხარეები | |||||
| |||||
სამხედრო ნაწილები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
ოხტირკის ბრძოლა ვიკისაწყობში |
დახურვა
რუსეთის თავდასხმას კრიტიკა მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და კასეტური ბომბებისა და თერმობარიული იარაღის გამოყენების გამო, რაც შეიძლება სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს.