პადანგი
From Wikipedia, the free encyclopedia
პადანგი (ინდონ. Kota Padang — ინდონეზიის პროვინციის, დასავლეთ სუმატრის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი.[9] 2010 წელს ქალაქის მოსახლეობა 833 562 ადამიანს შეადგენდა,[10] 2020 წელს — 909 040 ადამიანს,[11] ხოლო 2022 წლის პროგნოზით ― 919 145 ადამიანს (461 712 კაცი და 457 433 ქალი).[12] მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, პადანგი მე-16 ადგილზეა ინდონეზიის მასშტაბით და პირველ ადგილზეა სუმატრის დასავლეთ სანაპიროს ქალაქებს შორის.[13] მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, პადანგის მეტროპოლიტენური ტერიტორია მესამე ადგილზეა სუმატრის მეტროპოლიტენურ ტერიტორიებს შორის. მეტროპოლიტენური ტერიტორიის მოსახლეობა 1.4 მილიონ ადამიანს აღწევს.[14] პადანგი ცნობილია მინანგკაბაუს კულტურით, სამზარეულოთი და პლაჟებით.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
პადანგი | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
შიდა დაყოფა | Bungus Teluk Kabung[1] [2] , Koto Tangah[1] [2] , Kuranji[1] [2] , Lubuk Begalung[1] [2] , Lubuk Kilangan[1] [2] , Nanggalo[1] [2] , West Padang[1] [2] , South Padang[1] [2] , East Padang[1] [2] , North Padang[1] [2] და Pauh[1] [2] | ||||
კოორდინატები | 0°57′20″ ს. გ. 100°21′38″ ა. გ. | ||||
მმართველი | Hendri Septa | ||||
დაარსდა | 7 აგვისტო, 1669 | ||||
ფართობი | 694000000 კვადრატული მეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 3 მეტრი, 1853 მეტრი | ||||
მოსახლეობა |
909 040 (2020)[3] , 196 300 (1971)[4] , 726 000 (1984)[5] , 821 700 (2012)[6] , 52 000 (1930)[7] , 12 000 (1893)[8] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+07:00 | ||||
საფოსტო ინდექსი | 25000 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.padang.go.id/ | ||||
წინაკოლონიური ხანიდან მოყოლებული ქალაქი შავი წიწაკისა და ოქროს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. ნიდერლანდელები პადანგში XVII საუკუნის შუა ხანებში ჩავიდნენ, რომლებმაც საბოლოოდ სიმაგრე ააგეს და ქალაქზე კონტროლი დაამყარეს. ქალაქზე კონტროლი რამდენჯერმე ბრიტანელებმა დაამყარეს, მაგრამ პადანგი ნიდერლანდების ოსტინდოეთის ნაწილად რჩებოდა და ინდონეზიის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ოსტინდოეთის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო.[15] 1906 წელს პადანგი პალემბანგთან ერთად პირველი დასახლებული ადგილი იყო სუმატრაში, რომელმაც ქალაქის სტატუსი მიიღო.[16]