პარლამენტის სახლი (მალტა)
From Wikipedia, the free encyclopedia
პარლამენტის სახლი (მალტ. Dar il-Parlament) — მალტის პარლამენტის შენობა, რომელიც მდებარეობს ვალეტაში, მალტა. შენობის შენება მიმდინარეობდა 2011 – დან 2015 წლამდე, რენცო პიანოს მიერ, ქალაქის კარიბჭის პროექტის ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავდა ახალი ქალაქის კარიბჭის მშენებლობას და სამეფო ოპერის ნანგრევების ღია თეატრად გადაკეთებას. პარლამენტის სახლის მშენებლობამ მნიშვნელოვანი დაპირისპირება გამოიწვია, ძირითადად შენობის თანამედროვე დიზაინისა და მშენებლობის ღირებულების გამო, რომელიც შეადგენდა დაახლოებით 90 მილიონ ევროს. 1921-1976 წლებში პარლამენტი მდებარეობდა დიდოსტატის სასახლეში, რომელიც ასევე ვალეტაში მდებარეობს.
სწრაფი ფაქტები პარლამენტის სახლი (მალტა), ზოგადი ინფორმაცია ...
პარლამენტის სახლი (მალტა) | |
---|---|
ზოგადი ინფორმაცია | |
არქიტექტურული სტილი | ბრუტალიზმი |
ქვეყანა | მალტა |
ქალაქი | ვალეტა |
კოორდინატები | 35°53′46″ ჩ. გ. 14°30′35″ ა. გ. |
აშენების ღირებულება | 90 მილიონი ევრო |
დაიწყო | 2011 |
დასრულდა | 2015 |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
სართულთა რაოდენობა | 3 |
არქიტექტორ(ებ)ი | რენცო პიანო |
სართულების რაოდება | 3 |
დახურვა