პატეს ბრძოლა (ფრანგ. Bataille de Patay, ინგლ. Battle of Patay) — ბრძოლა ფრანგებსა და ინგლისელებს შორის 1429 წლის 18 ივნისს, რომელიც ასწლიანი ომის ფინალური ეტაპის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი იყო.
სწრაფი ფაქტები პატეს ბრძოლა, თარიღი ...
დახურვა
1429 წლის 8 მაისს ჟანა დ’არკმა აიღო ორლეანი, რითაც ხელი შეუშალა ინგლისის გეგმებს სამხრეთ საფრანგეთში. ერთი თვის შემდეგ ჟანა დ’არკმა ინგლისელების წინააღმდეგ კვლავ წამოიწყო ბრძოლა, რომელიც მიზნად ისახავდა ჩრდილოეთ საფრანგეთის გათავისუფლებას ოკუპანტებისაგან. 12 ივნისს აიღეს ჟარჟო, 15 ივნისს - მენ-სიურ-ლუარი და 16 ივნისს ბოჟანსი. ინგლისური არმია, რომელსაც მეთაურობდნენ საუკეთესო ინგლისელი მხედართმთავრები ჯონ ტალბოტი და ჯონ ფასტოლფი, ცდილობდა შეეჩერებინა ფრანგების შეტევა ლუართან. ფრანგებსა და ინგლისელებს შორის ბრძოლა გაიმართა 1429 წლის 18 ივნისს, რომელშიც ფრანგებმა სრული გამარჯვება მოიპოვეს.