პატრიცია ჰარისი
From Wikipedia, the free encyclopedia
პატრიცია რობერტს ჰარისი (ინგლ. Patricia Roberts Harris; დ. 31 მაისი, 1924, მატუნი, ილინოისი, აშშ — გ. 23 მარტი, 1985, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის საბინაო და ურბანული განვითარების მეექვსე მდივანი და აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის მე-13 მდივანი (რომელსაც მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს ეწოდა აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მდივანი) პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ადმინისტრაციაში. იგი იყო პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც მუშაობდა აშშ-ის სამდივნოში და ასევე შედიოდა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო უფლებამოსილების მემკვიდრეობის სიაში. მანამდე იგი იყო აშშ-ის ელჩი ლუქსემბურგში (1965—1967 წწ.) ლინდონ ჯონსონის პრეზიდენტობის დროს, ამ კუთხითაც პირველი აფრო-ამერიკელი იყო, რომელიც მსახურობდა ელჩად[1].
პატრიცია ჰარისი Patricia Harris | |
აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მაისი, 1980 – 20 იანვარი, 1981 | |
პრეზიდენტი | ჯიმი კარტერი |
წინამორბედი | თვითონ (ჯანმრთელობა, განათლება და სოციალური უზრუნველყოფა) |
მემკვიდრე | რიჩარდ შვაიკერი |
აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 აგვისტო, 1979 – 4 მაისი, 1980 | |
პრეზიდენტი | ჯიმი კარტერი |
წინამორბედი | ჯოზეფ კალიფანო |
მემკვიდრე | თვითონ (ჯანმრთელობა და სოციალური უზრუნველყოფა) |
აშშ-ის საბინაო და ურბანული განვითარების მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 იანვარი, 1977 – 10 სექტემბერი, 1979 | |
წინამორბედი | კარლა ანდერსონ ჰილსი |
მემკვიდრე | მუნ ლენდრიუ |
აშშ-ის ელჩი ლუქსემბურგში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 სექტემბერი, 1965 – 22 სექტემბერი, 1967 | |
წინამორბედი | უილიამ რივკინი |
მემკვიდრე | ჯორჯ ფელდმანი |
დაბადებული | 31 მაისი, 1924 მატუნი, ილინოისი, აშშ |
გარდაცვლილი | 23 მარტი, 1985 (60 წლის) ვაშინგტონი, აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | უილიამ ბისლი ჰარისი |
განათლება | ჰოვარდის უნივერსიტეტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა |