პრაღის ეროვნული მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
პრაღის ეროვნული მუზეუმი (ჩეხ. Národní muzeum v Praze; 1848 წლიდან ჩეხეთის მუზეუმი, 1854 წლიდან 1919 წლამდე ბოჰემიის სამეფოს მუზეუმი ) — ყველაზე მნიშვნელოვანი ჩეხეთის სამუზეუმო დაწესებულება. დაარსდა 1818 წელს, როგორც პატრიოტული მუზეუმი ფრანც II-ის მეფობის დროს. მაშინდელი ჩეხეთის თავადაზნაურობის კერძო კოლექციებიდან. ბოლო მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია დასრულდა 2018 წლის ოქტომბერში, ჩეხოსლოვაკიის დაარსებიდან ასი წლისთავზე.
პრაღის ეროვნული მუზეუმი | |
---|---|
ჩეხ. Národní muzeum | |
| |
50°04′47″ ჩ. გ. 14°25′49″ ა. გ. | |
დაარსდა | 1818 |
ქვეყანა | ჩეხეთი |
მდებარეობა | პრაღა |
ოფიციალური საიტი | nm.cz |
მუზეუმი ასრულებს კოლექციების შემქმნელ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და მეთოდურ ფუნქციას. ის ორიენტირებულია ისეთ სამეცნიერო საკოლექციო სფეროებზე, როგორიცაა საბუნებისმეტყველო (მინერალოგია, ზოოლოგია), ისტორიული (არქეოლოგია, ნუმიზმატიკა) და ხელოვნების. მუზეუმი მართავს და გამოფენს თავის კოლექციებს რიგ შენობებში პრაღასა და ჩეხეთის სხვა ქალაქებში. 1891 წლიდან ეროვნული მუზეუმი განთავსებულია მონუმენტურ ნეორენესანსის ისტორიულ მთავარ შენობაში, ვაცლავის მოედნის ზედა ნაწილში (პრაღა). ეროვნული მუზეუმი ასევე მოიცავს უამრავ სხვა გამოფენას.
ეროვნული მუზეუმი შედგება ხუთი სპეციალიზებული, გარკვეულწილად დამოუკიდებელი ინსტიტუტისაგან: ბუნების ისტორიის მუზეუმი, ისტორიის მუზეუმი, ჩეხეთის მუსიკის მუზეუმი, აზიური, აფრიკული და ამერიკული კულტურის მუზეუმი და ეროვნული მუზეუმის ბიბლიოთეკა.[1] თითოეულ მათგანს აქვს რამდენიმე სპეციალიზებული განყოფილება და კოლექცია, რომლებიც ერთად შეიცავს 13 მილიონზე მეტ ექსპონატს. 2002 წლიდან ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი არის მიხალ ლუკეში.