პრეტენდენტთა მატჩები მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის
From Wikipedia, the free encyclopedia
პრეტენდენტთა მატჩები მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის — მსოფლიოს ჩემპიონობისათვის შეჯიბრების ერთ-ერთი ეტაპი. შემოღებულ იქნა 1968 წელს პრეტენდენტთა ტურნირების ნაცვლად. ტარდებოდა 1971-1984 წლებში. სულ ხუთი ციკლის განმავლობაში ჩატარდა 27 მატჩი.
1971-1975 წლებში მონაწილეობდა ოთხი, ხოლო 1977-1984 წლებში - რვა მოჭადრაკე. მეოთხედფინალური მატჩები შედგებოდა 10, ნახევარფინალური - 12, ხოლო ფინალური - 14 პარტიისაგან. საყაიმო ანგარიშის დროს ინიშნებოდა ორი დამატებითი პარტია. მათი ყაიმით დამთავრების შემთხვევაში თამაში გრძელდებოდა პირველ მოგებამდე. (თუმცა ერთხელ გამარჯვებულად გამოცხადდა შავი ფიგურებით მეტი პარტიის მომგები მოჭადრაკე). მატჩებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ წინა პრეტენდენტთა ციკლის ფინალისტებს (ან დამარხცებულ მსოფლიოს ჩემპიონს) და საზონათშორისო ტურნირების გამარჯვებულებს.