პუატუ-შარანტი
From Wikipedia, the free encyclopedia
პუატუ-შარანტი (ფრანგ. Poitou-Charentes) — რეგიონი დასავლეთ საფრანგეთში ატლანტის ოკეანესთან. შედგება 4 დეპარტამენტისაგან: შარანტა, ზღვისპირა შარანტა, დიო-სევრი, ვიენა. აქ მდებარეობს კონიაკი, საიდანაც სახელი მიიღო ცნობილმა სასმელმა.
- ფართობი - 25,8 ათასი კვ.კმ.,
- მოსახლეობა - 1,6 მლნ.
- ქალაქები: პუატიე, ლა-როშელი, ნიორი, ანგულემი.
რეგიონი რომაული პროვინცია აკვიტანიის ნაწილი იყო. მე-5 ს-ში გოთებმა დაიპყრეს, 507 წელს ფრანკებმა. ასწლიანი ომის დროს საცილობელი იყო ინგლისსა და საფრანგეთს შორის. 1456 წელს საფრანგეთის შემადგენლობაში შევიდა.
ეს სტატია საფრანგეთისა და ფრანგების შესახებ ჯერჯერობით ესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მის შევსებაში. |