ჟალონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჟალონი (უკრ. Жолонь, ბელარ. Жалонь) — მდინარე უკრაინასა და ბელარუსში. მდინარე პრიპიატის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე — 113 კმ, აუზის ფართობი — 1460 კმ². მარჯვენა სანაპიროზე აღმოჩენილია მეზოლითისა და ნეოლითის ხანის დასახლებათა ნაშთები.
სწრაფი ფაქტები ჟალონი, ქვეყანა ...
ჟალონი | |
---|---|
ქვეყანა |
უკრაინა ბელარუსი |
სიგრძე | 113 კმ |
აუზის ფართობი | 1460 კმ² |
ჟალონი ვიკისაწყობში |
დახურვა
კვება შერეულია, ჭარბობს თოვლის წყლები. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან 3,4 მ³/წმ. დასაცურებელი მდინარეა.[1]