ჟერმენ დე სტალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ან ლუიზ ჟერმენ დე სტალ-ჰოლშტაინი, მადამ დე სტალი, (ფრანგ. Anne Louise Germaine de Staël-Holstein; ქალიშვილობაში — ნეკერი, Necker; დ. 22 აპრილი, 1766, პარიზი, — გ. 14 ივლისი, 1817, იქვე) — შვეიცარიელი ფრანგი მწერალი ქალი, ლიტერატურის თეორიტიკოსი და ისტორიკოსი, რომელიც მოღვაწეობდა საფრანგეთის დიდი რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების ეპოქაში. დაიბადა რევოლუციამდელი საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწისა და მწერლის, ჟაკ ნეკერის ოჯახში. აქტიურად იყო ჩართული 1790-იანი წლების ფრანგულ პოლიტიკაში. შემდგომში იყო ნაპოლეონ I-ის ოპოზიციაში, რის გამოც იდევნებოდა. ჟენევის ტბის სანაპიროზე, საკუთარ მამულში ჰქონდა სალონი, სადაც ნაპოლეონის მოწინააღმდეგე ლიბერალური მოღვაწეები, მათ შორის, ბენჟამინ კონსტანტი, იკრიბებოდნენ. მადამ დე სტალის რომანებმა და მოგზაურობის ჩანაწერებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ევროპული რომანტიზმის განვითარებაზე. მისი თხზულება საფრანგეთის რევოლუციის შესახებ ეპოქის ერთ-ერთი პირველი ისტორიული შეფასებაა, სადაც ავტორი იცავს 1789 წლის მოვლენების პრინციპებს და შეზღუდული კონსტიტუციური მონარქიის იდეას.
ჟერმენ დე სტალი | |
---|---|
სრული სახელი | ან ლუიზ ჟერმენ დე სტალ-ჰოლშტაინი |
დაბადების თარიღი | 22 აპრილი, 1766 |
დაბადების ადგილი | პარიზი |
გარდაცვალების თარიღი | 14 ივლისი, 1817 |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი |
დასაფლავებულია | Coppet Castle[1] [2] |
ფსევდონიმი | მადამ დე სტალი |
საქმიანობა | მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე |
ენა | ფრანგული |
მოქალაქეობა |
ჟენევის რესპუბლიკა საფრანგეთის სამეფო[3] |
Magnum opus | On Germany და Corinne ou l'Italie |
მეუღლე | Erik Magnus Staël von Holstein და Albert Jean Michel de Rocca |
პარტნიორ(ებ)ი | Benjamin Constant, შარლ მორის დე ტალეირანი და Louis, comte de Narbonne-Lara |
შვილ(ებ)ი | Albertine, baroness Staël von Holstein, Auguste-Louis de Staël-Holstein და Louis Alphonse de Rocca |
ნათესავ(ებ)ი | Louis Necker და Jacques Necker de Saussure[4] |
ხელმოწერა | |